პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, დაშავებულია სპეცრაზმელი

საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში ვითარება დაიძაბა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა ასევე სპეცრაზმელი.

საკანონმდებლო ორგანოს სიახლოვეს, ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმელები არიან მობილიზებულები.

აქციის მონაწილეების ნაწილი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესვრის.

ისინი პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები  საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.

შსს-მ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები