ბათუმში მეწყერმა მამაკაცი მოიყოლა

   ბათუმში, მთის ძირის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც იქვე მდგომი მამაკაცი მოიყოლა.
როგორც “კვირას“ ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსისი მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ქვედა კიდურების მოტეხილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
აჭარაში,კერძოდ ბათუმში 18 საათია კოკისპურულად წვიმს, გადაუღებელმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები