ქალაქ ბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ქვაფენილი 65 გრძივ მეტრზე დაიგება, მოეწყობა ქუჩის გამყოფი ზოლი და დამონტაჟდება ლამპიონები.

 ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს.

,,ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ბოლნისში ქუჩების ქვაფენილით მოწყობა, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოვინახულეთ ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, სადაც პრაქტიკულად რამდენიმე დღეში დასრულდება  მუშა-პროცესი.  ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები