“არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ევროპული და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებთან წინააღმდეგობაში” – მაკა ბოჭორიშვილი

არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ევროპული და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებთან წინააღმდეგობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

“რატომ შეიძლება, იყოს ასე აღქმული გამჭვირვალობა, თითქოს ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს აბსოლუტურად უარგუმენტო პოზიციაა და ვფიქრობ, ამაზე მეტი დისკუსიაა საჭირო.

ეს კანონი არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ უცხოური გავლენა აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი, აუცილებლად უნდა იყოს ცუდი და უნდა იყოს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს ასე რომ იყოს, სხვაგვარი გზები არსებობს იმისთვის, რომ იმუშაო იმაზე, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა აღკვეთო”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები