შალვა პაპუაშვილი: სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება

სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.
,,სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც მოიცავს სიცოცხლის უფლებას, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.
სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება.
ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკისა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები