სტამბოლის აეროპორტში მგზავრებს სტრესისა და შფოთვის მოსახსნელად ძაღლები დაეხმარებიან

სტამბოლის აეროპორტში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის ძაღლების დახმარებით სტრესისა და შფოთვის მოხსნას.

როგორც მედია წერს, პროგრამაში მონაწილე ყველა ძაღლი არის სერტიფიცირებული, პროფესიონალურად გაწვრთნილი, რომ შეძლონ ადამიანებისთვის სტრესის მოხსნა და მათი დამშვიდება.

ძაღლებს, რომლებიც ოფიციალურ უნიფორმას ატარებენ და აეროპორტის თანამშრომლები არიან, განსაზღვრული აქვთ სამუშაო გრაფიკი დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

გუნდის ვეტერინარის თქმით, თითოეული ძაღლის ტემპერამენტი კარნახობს მათ სამუშაო საათების რაოდენობას.

აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას, რადგან პროექტს მოგზაურებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები