აშშ-ის საელჩო: ვუსამძიმრებთ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს – დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

საქართველოში აშშ-ის საელჩო გუშინ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

საელჩო დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“მწუხარებით ვუსამძიმრებთ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს.

დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”,- წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო დაშავებული სამი ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები