ორთოპედიული პროდუქტების დიდი არჩევანი სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში”

ორთოპედიული პროდუქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელია, რადგან ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემის დროსა და მკურნალობის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. ყველაზე დიდი სამედიცინო ნივთების მაღაზიათა ქსელია სამედიცინო მაღაზია „ახალი ხედვა“, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.  ფილიალებში ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის   პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: Anita/ანიტა, მორსა / MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და  სიგვარისი / Sigvaris. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ორთოპედიული ფიქსატორები – სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მზადდება უდრეკი ან რბილი მასალისგან და ინიშნება სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით.
  • ვარიკოზული მოვლის საშუალებები – ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან ვარიკოზის პრევენციისთვის საპროფილაქტიკო დანიშნულებით გამოიყენება.
  • ავადმყოფის მოვლის საშუალებები – სამედიცინო პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი, ყავარჯნები, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთები.
  • ორთოპედიული სუპინატორები – მათი გამოყენება რეკომენდებულია მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი.  ამიტომ მისი ტარება სპორტული და პროფესიული დატვირთვის, ორსულობის, სქოლიოზის, რევმატული დაავადებებისა და პათოლოგიების დროსაც რეკომენდებულია.

ორთოპედიული პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ”ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე. თბილისის მასშტაბით ჩვენი კონსულტანტი მოგაწვდით პროდუქციას, რეგიონებში კი ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეკვეთას. კონსულტაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 032 2 18 25 38

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები