რას გთავაზობს თერმოინდუსტრია
უკვე ათეულ წელზე მეტია რაც საქართველოში დაარსდა კომპანია, რომელიც მოსახლეობას გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
ეს კომპანია თერმოინდუსტრიაა, გათბობა-გაგრილების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაში.
გარდა იმპორტისა, კომპანიის მთავარ მიმართულებას გათბობის სისტემების პროექტირება და მონტაჟიც წარმოადგენს.
თერმოინდუსტრიის გუნდისთვის სტილი, ხარისხი და ინოვაციები მთავარი ღირებულებაა, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, რომ პროდუქციის იმპორტიც მხოლოდ ამ სფეროს ლიდერი ქვეყნებიდან ხორციელდება:
- იტალია
- გერმანია
- ბელგია
- უნგრეთი
- სლოვენია
- თურქეთი
რა პროდუქციას შეიძენ თერმოინდუსტრიაში?
თუ სახლში ცენტრალური გათბობის მონტაჟს გეგმავ, თერმოინდუსტრიაში აღმოაჩენ სხვადასხვა დიზაინის, ფერისა და ფორმის იტალიურ რადიატორებს, რომლებსაც მაღალი სითბოს გამოცემა და გამძლეობა აქვს. შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი ცენტრალური გათბობის ქვაბი, ან უფრო თანამედროვე, ეკონომიური და უსაფრთხო სისტემა – იატაკის გათბობა.
პროდუქტების სრული არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია:
- ცენტრალური გათბობა
- წყალმომარაგება
- სააბაზანო სანტექნიკა
- კონდიცირება
- განახლებადი ენერგია
- სახანძრო სისტემები
- აუზი და საუნა
- ქიმიკატები
შეარჩიე შენთვის სასურველო ნივთები ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე და ისარგებლე გადახდის შენთვის მოსახერხებელი მეთოდით. თერმოინდუსტრიაში ნივთების განვადებით ყიდვაც შეგიძლია.
რატომ უნდა აირჩიო თერმოინდუსტრია?
თერმოინდუსტრია მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქციას გთავაზობს. ყველა პროდუქტი ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.
ფართო ასორტიმენტთან ერთად, აქ შეხვდები ენერგოდამზოგავ, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებსაც. კომპანიის მიზანია, პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადოს სულ უფრო მეტი ადამიანისთვის და შექმნას ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო სისტემების დიდი არჩევანი.
თერმოინდუსტრიას აქვს საპროექტო განყოფილებაც. განყოფილების საქმიანობა მოიცავს ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა პროფილის კომერციული დაწესებულებების დაპროექტებას.
საპროექტო და ტექნიკურ გუნდს, მუდმივად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები. შედეგად, მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საპროექტო ჯგუფი გემსახურება.
ამ ეტაპზე, კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ უამრავ პროექტს: მსხვილი სასტუმროების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და კერძო სახლების პროექტებს.