როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი თეთრეული და სად შევიძინოთ ყველაზე ბიუჯეტურად?
კომფორტული ლოგინი და თეთრეული უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის მშვიდ ძილზე და ხარისხიან დასვენებაზე, ამიტომ ამ საკითხში თანხის დანანება ნამდვილად არ ღირს.
ამასთან ერთად, ლამაზი თეთრეული სასიამოვნო გარემოს ქმნის საძინებელში, ის არა მარტო ვიზუალურად გამოიყურება უკეთ, არამედ უფრო რბილი და კომფორტულია. დაღლილი დღის ბოლოს, მასში ჩაწოლა და დასვენება ნამდვილად სასიამოვნოა.
როგორ შევარჩიოთ მაღალი ხარისხის თეთრეული?
სანამ შეიძენთ, აუცილებლად დეტალურად გაეცანით მის აღწერილობას და გაიგეთ რა მასალითაა დამზადებული. ასევე ზომებს მიაქციეთ ყურადღება, რომ მერე მოულოდნელად ისე არ აღმოჩნდეს, რომ არ ერგება თქვენს საწოლს, ან საბანს.
გარეცხვამდე აუცილებლად გაეცანით ეტიკეტს და მასზე მითითებული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
თუ მცივანა ხართ, მაშინ უპირატესობა ფანელის თეთრეულს მიანიჭეთ, ის ძალიან თბილია და თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობთ.
ატლასის თეთრეულში ძილი ყველას არ მოსწონს, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ეფექტურია, თუ თქვენთვის აბრეშუმის თეთრეულში ძილი პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ მისი შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ფერებს, ეს საკითხიც ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუ დაბალი და საშუალო ხარისხის თეთრეულს ყიდულობთ, მაშინ ეცადეთ, ღია ფერის შეარჩიოთ, რადგან მუქ ვარიანტებს ფერი მალე გასდის და გახუნებულის ეფექტს იღებს.
სად შევიძინოთ საუკეთესო თეთრეული ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად?
საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ შოპზე liloshop.ge თეთრეულის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ. საიტზე ნახავთ, ყველაფერს არა მარტო თქვენი საძინებლისთვის არამედ სახლისთვის და პირადი მოხმარებისთვის.
საიტის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას ფილტრის, ან კატეგორიების საშუალებით იპოვოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, შეიძინოთ ერთი კლიკით და ისარგებლოთ ან საკურიერო სერვისით, ან თავად გაიტანოთ საწყობიდან.
აღსანიშნავია, რომ 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას კურიერი თბილისში უფასოდ მოგიტანთ, მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში შენაძენს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებთ, თბილისში – 1-2 სამუშაო დღეში.
ეწვიეთ lilopshop.ge-ს და შეარჩიეთ სასურველი თეთრეული ფერების, მასალის, დიზაინის მიხედვით. ამასთან ერთად, თუ გსურთ გააახლოთ საძინებელი საგაზაფხულო პლედების დიდ არჩევანს ნახავთ, რომელიც ახალ იერს მისცემს თქვენს ინტერიერს.
თეთრეულის ფასები 30 ლარიდან იწყება და 300 ლარს სცდება ხარისხის, მწარმოებლისა და მასალის გათვალისწინებით. ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანი შეძლებს შეიძინოს სასურველი ნივთი liloshop.ge-ზე.