როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზი ონლაინ?
ტემპერატურის მატებასთან ერთად, იზრდება წყალთან უფრო ახლო კონტაქტის დამყარების სურვილი. დაცხება თუ არა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობას ითხოვენ, ყველა სოფელს არ აქვს ისეთი მდინარე, ტბა, სადაც პატარებს უსაფრთხოდ შეუძლიათ გართობა, სწორედ ასეთ დროს დგება გასაბერი აუზის აუცილებლობა.
Liloshop.ge გასაბერი აუზების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ, აქ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების Intex-ისა და Bestaway-ს მიერ წარმოებულ საცურაო აუზებს.
INTEX დასაკეცი და გასაბერი აუზების, საჰაერო ლეიბების, ნავებისა და PVC პროდუქტების წარმოების ლიდერია. BESTWAY კი გახლავთ PVC გასაბერი პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ასეთი გამოცდილი მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების შეძენაა შესაძლებელია liloshop.ge-ზე.
საიტზე წარმოდგენილ აუზებს შორის ძირითადი განსხვავება დიზაინი და ზომაა, თითოეულ მათგანს აღწერილობაში მითითებული აქვს რამდენ და რა ასაკის ბავშვზეა გათვლილი, ზოგიერთ მათგანს კომპლექტაციაში მოჰყვება ბურთები, ასევე დამატებით საიტზევე შეგიძლიათ შეიძინოთ ის მოწყობილობები, რომლის დახმარებითაც პატარას აუზში გასართობ ცენტრს მოუწყობთ.
ზოგიერთ აუზს თან ახლავს ტენტი მცირე გადახურვისთვის, რათა ბავშვმა ისე ინებივროს აუზში, რომ მზემ არ დაწვას მისი ნაზი კანი, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, 2-3 წლის პატარებისთვის, რომლებსაც წყალში ყოფნა ძალიან უყვართ, მაგრამ ამავდროულად მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება დიდი ხნით მათი ნაზი კანისთვის რეკომენდებული არ არის.
უფრო დიდი ბავშვებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ გასაბერი აუზი კალათბურთის ფარით, რომლის კიდეებში მოთავსებული კალათბურთის ფარი მასში მოჭყუმპალავე პატარებს ცურვასთან ერთად თამაშის შესაძლებლობასაც მისცემს.
გასაბერი აუზის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის სიღრმე, ამ საკითხში თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ ბავშვის ასაკის მიხედვით:
• 17 სმ აუზი განკუთვნილია – 2 წლის ბავშვებისთვის
• 50 სმ – 3 წლიდან
• 70 სმ – 7 წლამდე
• 170-მდე მოზარდებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ცურვა.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები აკონტროლოთ ბანაობის დროს, განსაკუთრებით თუ გასაბერი აუზი ძალიან ღრმაა დიდი ყურადღება გმართებთ.
როგორ შევიძინოთ გასაბერი აუზი ონლაინ?
გასაბერი აუზების ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივია.
ირჩევთ სასურველ მოდელს, ამატებთ კალათაში, გადადიხართ ყიდვის ეტაპზე და ირჩევთ სასურველ გადახდის მეთოდს:
• ბარათით
• საბანკო გადარიცხვით
• კურიერთან
• განვადებით
შემდეგ უთითებთ მისამართს და შეძენილ პროდუქციას თბილისში იღებთ 1-2 სამუშაო დღეში, რეგიონში კი 3-5 სამუშაო დღეში. გაითვალისწინეთ, რომ 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის მიტანა თბილისში უფასოა.