თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმის სტაჟიორებსა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2022-2023 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სტაჟიორთა კონკურსების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კანდიდატებთან გასვლითი შეხვედრა გამართა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრთან ერთად სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ესწრებოდნენ.

“თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და ახალი, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა მოისმინა სტაჟიორებისა და სტაჟირების შედეგად უკვე დასაქმებული ახალგაზრდების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ და მათ წარმატება – ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ეროვნული მუზეუმის მიერ სხვადასხვა პერიოდში, 2022-2023 წლებში, გამოცხადებული კონკურსების შედეგად შერჩეული 25 სტაჟიორიდან 13 უკვე დასაქმებულია ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ სხვადასხვა მუზეუმში შემდეგ პოზიციებზე: პროექტების კოორდინატორი, ადმინისტრაციის განყოფილების უფროსი, ფონდში ასისტენტი (სხვადასხვა ფონდში), ექსკურსიამძღოლი, ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი, საგამოფენო განყოფილებაში ასისტენტი, ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ასისტენტი, ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტში ლაბორანტი. ხოლო სხვებთან სტაჟირება ამ ეტაპზეც გრძელდება.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსები მუდმივად ცხადდება. სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან თავისუფლად მუშაობის გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 25 წელს და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი სამჯერ გამოცხადდა – 2022 წლის ივნისში, 2023 წლის იანვარსა და ნოემბერში. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში სტაჟირებები გამოცხადდა შემდეგ მიმართულებებზე: გიდი, ექსპოზიციონერი, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ფონდის მცველის/კურატორის ასისტენტი, იურისტი, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, ექსპონატების შემგროვებელი, მარკეტოლოგი/გაყიდვების სპეციალისტი, საქმისმწარმოებელი, პროექტების კოორდინატორი/ასისტენტი, ეთნოლოგი, ეთნოგრაფი, არქიტექტორი, არქეოლოგი, რესტავრატორი, შესყიდვების სპეციალისტი, მეთვალყურე და სხვა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები