გუგა ქაშიბაძე: სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია.
„სამი მამაკაცია დაზიანებული. აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. ერთი მათგანი 59 წლის მამაკაცი მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში. დაზიანებული დამწვრობა არის აქ – თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული – 30 და 39 წლის მამაკაცები, 12% და 9% დაზიანებული აქვთ, დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება“,- განაცხადა ქაშიბაძემ.