“ჟოლობის” ქვეშ დადგა ბიჭი, კანი ეცლებოდა ისე ჰქონდა დამწვარი” – რას ამბობენ ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ მედიასთან თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, ადგილზე მძიმე ვითარება იყო შექმნილი.
“ძალიან დიდი ხმა იყო. საშინელი მდგომარეობა იყო”,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე “იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ შენობიდან გამოსულებს დამწვრობები აღენიშნებოდათ.
“შიგნიდან გამოვიდნენ დამწვარი ხელებით, ხალხი არის შიგნით, არ შეხვიდეთ კიდევ რამე არ აფეთქდესო. ჟოლობის ქვეშ დადგა ბიჭი, კანი ეცლებოდა ისე ჰქონდა დამწვარი. რომ გამოვედი, ფანჯრები სულ ამოგლეჯილი იყო”,- ამბობს მოქალაქე.
ცნობისთვის, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე.