მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ასე იყო მათი მმართველობის დროსაც – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები – სტილი უცვლელია

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, სტილი ზუსტად იგივეა – როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც.

გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას ნაცების ერთი დანაყოფიც მიეშველა, “დააფაქტჩეკა”, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები “იყო ტყუილი” და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს “ქარდები”.

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია.
წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!
ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს”, – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები