„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს – 13 აპრილს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარისა და ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.