ომბუდსმენის ანგარიში: გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლების საკითხები – მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

“გამოწვევას წარმოადგენს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას”,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ანგარიშში საუბარია, 2024 წლის არჩევნებზეც.

“2024 წელს პირველად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამასთანავე, კენჭისყრის პროცესში მასშტაბურად დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები. მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წარსული სამწუხარო გამოცდილებისგან განსხვავებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, კენჭისყრის დღე ადამიანის უფლებების ხელყოფის გარეშე წარიმართება და საარჩევნო პროცესებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები