მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევას ნიშნავს.
როგორც ოხანაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა, აღნიშნული მიდგომა ევროპული სტანდარტი არ არის და წერტილი უნდა დაესვას.
„ვინმეს თუ რამე აქვს განსახილველი და რაღაცით შეიძლება, შეფასდეს მოსამართლის საქმიანობა, ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ მათ შორის გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებზე თქვა, რომ ქართული სასამართლო ყოველ ჯერზე კანონის სრული დაცვითა და ევროპული კონვენციის შესაბამისად მოქმედებდა. როცა გადაწყვეტილებების საკრიტიკო სივრცე არ არსებობს, ხდება პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა, რაც ნიშნავს სასამართლოში უხეშ ჩარევას. ეს ევროპული სტანდარტი არ არის, ამას წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.