გივი მიქანაძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ფასეულობაა

მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის და რომ „მთავარმა არხმა“ ამ მიზნით გრანტი მიიღო.

მიქანაძე მიიჩნევს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ფასეულობაა.

„ერთი მხრივ, მათ უნდათ, რომ დაფარონ რისთვის არის ეს მიზანი და ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელსაც უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ რა თანხები მოდის, ვისგან და რაში იხარჯება.

მეორე მომენტია, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ფასეულობაა და იმ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის მატარებელია, კრძალავს პროპაგანდას, რომელიც თავს მოხვეული იძულებითი ხასიათისაა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები და ის მედიასაშუალებები, რომლებიც მათთან დაკავშირებულები არიან, ვის ინტერესებს და რა მიზნებს ემსახურებიან“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები