თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე ერდოღანის პარტია დამარცხდა

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიამ (AKP), ბოლო 22 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი მარცხი განიცადა.

ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ხმების დათვლის შედეგად, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერი, ეფრემ იმამოღლუ სტამბოლის მერობის არჩევნებში 10%-ით ლიდერობს, ხოლო მისმა პარტიამ ანკარაზე კონტროლი შეინარჩუნა და 15 სხვადასხვა ქალაქში მერის თანამდებობები შეინარჩუნა.

ერდოღანმა თავისი პარტიის დამარცხებას „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.

“თუ შეცდომა დავუშვით, გამოვასწორებთ. თუ რამე გამოგვრჩა – გავაკეთებთ”, – თქვა მან.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები