ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად

“ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანამ ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება უნდა იზეიმოს.

„დღეს მე მქონდა შეხვედრა იმერეთის პარტიის აქტივთან, ძალიან მაგარი განწყობაა, ვისაუბრეთ ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებზეც ახლა მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად. არცერთი საბაბი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას, ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს და ჩვენ უნდა ავიღოთ ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისი ყველა პირობაც დღეს უკვე არსებობს. ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ჩვენი ამოცანა იქნება, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს და 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა იზეიმოს ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება. დღეს ქვეყანაში ძალიან გარკვეულია ყველაფერი, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევს, ერთი ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე კი ანტიეროვნული მტრული ძალები, რომელსაც ერთი სახელი ჰქვია – „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა არჩევანი არ არსებობს დღეს ქვეყანაში. იგივე მელიას თუ გვარამიას გაერთიანება, ან „ლელო“-„ნაცების“გაერთიანება არის ისევ ერთი ბოროტი მტრული ძალის ნაწილები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები