“ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიყოთ იმ პრინციპების ერთგული, რასაც ერთი მხრივ ჰქვია უფლებების სრულად რეალიზება და დაცვა და მეორე მხრივ პროპაგანდა იყოს ნამდვილად აკრძალული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა განსაკუთრებული რისკის მატარებელია.
„ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მართლაც მთელს მსოფლიოში აღვირახსნილი და აგრესიული სახით არის, ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებული რისკის მატარებელია. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პროპაგანდა და უფლებების სრული დაცვა და რეალიზება, შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიყოთ იმ პრინციპების ერთგული, რასაც ერთი მხრივ ჰქვია უფლებების სრულად რეალიზება და დაცვა და მეორე მხრივ პროპაგანდა იყოს ნამდვილად აკრძალული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.