ნიკა მელია: სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არავის არაფერი გამოუვა

სააკაშვილი კი არა, ხუთი სააკაშვილიც რომ იყოს, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, არასოდეს არავის არაფერი გამოუვა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა მელიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პარტიაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს თუ არა მელია-გვარამიას პარტია „ახალი“.

„მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ გააცოცხლო და „ნაცმოძრაობაში“ მიიყვანო, მაინც არაფერი არ გამოუვათ. მართალიც იქნება ქართველი ხალხი, რომ არაფერს არ გამოაყვანინებს. ეს არის სიმართლე. არ შეიძლება, არ გინდოდეს სხვისი ოლიგარქიული რეჟიმი და შენი გინდოდეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რამით უკეთესები იქნებოდნენ? – არა. ეს კონტრაქტი საზოგადოებამ დაინახა და კიდევ უკეთ დაინახავს. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რეალური ალტერნატივის შეთავაზება. ჩვენ დავისახეთ ამბიციური ამოცანა და მიზანი, ამ პარტიამ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს. სხვა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ მათ, ვისზეც მეკითხებით, ექნებათ ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი უნდა გახდეს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, ამომრჩეველი გადაწყვეტს და ექნებათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი. არ ვეთანხმები არც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, ბარიერს კი არა, ოთხჯერ ბარიერს გადავლახავთ“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები