ვლადიმერ ბოჟაძე – „საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა“

„მინდა, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაუღალავი შრომით მოგვიტანა ეს გამარჯვება. მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, ფეხბურთში უკვე შევასრულეთ და რა თქმა უნდა, დანარჩენი მიმართულებებითაც შევასრულებთ“, – ასე დაიწყო დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ აქვთ.

„ჩვენი კოლეგები ხაბეიშვილის პარტიას გაექცნენ, ზოგი ნიკა მელიასთან წავიდა, ზოგი – ნიკა გვარამიასთან, საბოლოო ჯამში კი ნიკა მაჭუტაძესთან აღმოჩნდნენ. რამდენად არის ახალი ეს პოლიტიკური პარტია, ამასაც ძალიან მოკლედ მინდა შევეხო. მათი ოთხიანი თურმე დაუცხრომელი ენერგიის და წინსვლის სიმბოლოა; სუფთა და მოუსყიდავი ყოფილა ნიკა გვარამია, რომლის კრიმინალობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ნიკა მელია კი კეზერაშვილის ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან გააგდეს. რა წარსული აქვს თითოეულს და რა მომავალი ექნებათ, ძალიან კარგად ვიცით.
თქვენ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ გაქვთ. კეთილი ინებეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი დაანებეთ და საკუთარ წარსულს გადახედეთ. ის წარსული, რომელიც თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან გაკავშირებთ და გეგმა, რომელიც შეიმუშავეთ, დაიშალოთ და ისე გააგრძელოთ გეგმის შესრულება, არ გამოგივათ. ყველას გელოდებით არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები