ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრებას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება.

„ის, რაც ახლა აქვთ დაწყებული, არის სრული ფარსი. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს რაღაც ისეთი კონკრეტული არგუმენტი, რომ ისინი სწორ მხარეს დგანან. ადვილია, იმოქმედონ ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ემოციებზე და გრძნობებზე. თავისთავად, ალბათ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი და ვისაც აქამდე ჰქონია გამოცდილება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ეს პროცესი მიდის კანონის სრული დაცვით და ძალიან სამართლიანად. ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება. კარგია, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება, სწორი ინფორმაცია მივცეთ. საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს იმას, რომ ყველა საარჩევნო უბანი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ ტერიტორიაზე. სხვათა შორის, იყო არჩევნების დისტანციურად ჩატარებაზე საუბარი. იმდენად აბსურდში არიან გადასულები – დისტანციურად ხმის მიცემის პროცესს არ იყენებენ ყველაზე წარმატებული ქვეყნებიც კი, იმიტომ რომ ეს დიდ რისკს შეიცავს ჰიბრიდული და კიბერშეტევების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არ წამოვეგებით იმ სატყუარას, რომ თითქოს რაიმე სხვა ფორმები შეიძლება იყოს უკეთესი“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები