გიორგი ტყემალაძე – ოპოზიციას: მე მესმის, რომ ეს თქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ“ლ

აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხზე, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთა. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან და განმარტა, რომ საკითხი, რომელსაც დღეს განიხილავენ ურბანულად, სამართლებრივად, სამართლიანობით და მიზანშეწონილობით სწორი და გამართულია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გარშემო დეტალური განმარტებები არაერთხელ გაკეთდა.

„ოპოზიცია აცხადებს, თითქოს, სამშენებლო კომპანია 9 მილიონის ნაცვლად იმავე გადაწყვეტილებაში 3 მილიონს გადაიხდის. ეს არის ტყუილი. თუ შემოხვალთ შინაარსსა და საკითხის განხილვაში, მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ. თქვენი ინტერესია, ზედაპირული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ. საკითხი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი განსახილველად, ყველანაირი თვალსაზრისით გამართულია, ამიტომ, ჩვენ მას ობიექტურად დავუჭერთ მხარს. მე მესმის, რომ ეს თქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები