ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა.

„ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები