პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება.

პრეზიდენტმა აღნიშნული შეხვედრის დროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

„კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას. კანონი არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ „არა, შეუძლებელია“, ხან „რესურსები არ გვაქვს“, ხან „ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო“. ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები