ალუდა ღუდუშაური: გვარამიას საქმესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყო სამართლის მხარეს

გვარამიას საქმესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო კანონისა და სამართლის მხარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ამბობს, რომ სპეკულაციები, რომლებიც გვესმის მართლმსაჯულების მისამართით, არის აბსოლუტურად უადგილო.

„გვარამიას საქმესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეროვნული სასამართლოები, საქართველოს მართლმსაჯულება იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო კანონისა და სამართლის მხარეს. ამ ყველაფრით ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა მოხდა იმისა, რასაც მათ შორის თავად ბატონი გვარამია შტურმის სახით ახორციელებდა სასამართლოზე. მათ მკაფიოდ უთხრა, რომ სპეკულაციები, რომლებიც გვესმის, შტურმი, რომელიც გვესმის მართლმსაჯულების მისამართით, არის აბსოლუტურად უადგილო და ვიტყოდი, რომ ხშირ შემთხვევაში – ამორალური“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის უარის შემდეგ, ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის. როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები