შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოსახლეობას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადების გადახდის სავადო თარიღია.

ამასთანავე, მიმდინარე წლის 1 აპრილი – 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:

ვიდეო სახელმძღვანელოები

მიკრობიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

მცირე ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

ინსტრუქცია – საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2023 წელი)

ინსტრუქცია – საგადასახადო ვალდებულება (საშემოსავლოს ნაწილში) არამეწარმე ფ/პ-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას (2023 წელი)

ფიზიკური პირის მიერ, საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია

გზამკვლევები

ხშირად დასმული კითხვები:

ფიზიკური პირებისთვის

იურიდიული პირებისთვის

გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები