ლევან კობიაშვილი: კარგად იცით, რამხელა ინტერესი გაჩნდა ქვეყანაში ბოლო წლებში ფეხბურთის მიმართ – ეს ჩვენი გუნდის, მოთამაშეების დამსახურება, ასევე მთავრობის, რომელიც ასე ძლიერად ეხმარება ჩვენს სპორტის სახეობას

კარგად იცით, რამხელა ინტერესი გაჩნდა ბოლო წლებში ფეხბურთის მიმართ. ცხადია, ეს არის ჩვენი გუნდის, მოთამაშეების დამსახურება, ასევე მთავრობის, რომელიც ასე ძლიერად ეხმარება ჩვენს სპორტის სახეობას, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის ტვირთი, რაც წლების განმავლობაში გვქონდა ზურგზე ჩვენს გუნდს, ფეხბურთელებს და ალბათ თქვენც, უკვე მოვიხსენით. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება მოთამაშეებისთვის. ეს წნეხი და ზეწოლა დასრულდა, ჩაბარდა ისტორიას – ჩვენ მივაღწიეთ ამ შედეგს და ცხადია, უფრო გამარტივდება ბევრი რაღაც.

კარგად იცით, რამხელა ინტერესი გაჩნდა ქვეყანაში ბოლო წლებში ფეხბურთის მიმართ. ცხადია, ეს არის ჩვენი გუნდის, მოთამაშეების დამსახურება, ასევე მთავრობის, რომელიც ასე ძლიერად ეხმარება ჩვენს სპორტის სახეობას. უამრავი სტადიონი და ფეხბურთის მოედანი გაკეთდა და აშენდა ბოლო წლებში, რამაც გამოიწვია ის, რომ უფრო მეტი ბავშვი თამაშობს დღეს ფეხბურთს. მერწმუნეთ, ეს ინტერესი კიდევ გაიზრდება და მოგვცემს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები