,,დაუვიწყარია ამ სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარება!” – აშშ-ის საელჩო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ულოცავს.

,,დაუვიწყარია ამ სიხარულის თქვენთან ერთად გაზიარება!”, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები