რატი იონათამიშვილი – „ენჯეოებზე”: საზოგადოებაში ჩნდება დამატებითი კითხვები, ვის სამსახურში არიან ისინი?

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ენჯეოებს“ აქვთ ამბიცია, დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ხელისუფლებაში იყვნენ, ამასთან, მათ არ აქვთ გამჭვირვალობა.

მისივე თქმით, “ენჯეოების” მიმართ კითხვები არსებობს.

„ენჯეოებს“, ერთი მხრივ, აქვთ ამბიცია, რომ ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ტექნიკური მთავრობა დააკომპლექტონ და დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ხელისუფლებაში იყვნენ და მეორე მხრივ, მათ არ აქვთ გამჭვირვალობა. შესაბამისად, საზოგადოებაში ჩნდება დამატებითი კითხვები, ვის სამსახურში არიან ისინი? სინამდვილეში ვის ინტერესებს იცავენ და ემსახურებიან? მათ რომ ბმა და კავშირი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან, ეს ჩვენ ზუსტად ვიცით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები