დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, შესაბამისი განმარტებების გაკეთება მოუწევთ

“რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეთანხმებიან ამ კონკრეტულ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რა პოზიციაზე დგანან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული.

“ჩვენ როგორც დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მომავალი თაობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც შეიქმნება, დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებით გაგრძელებული კანონში ყველა ადეკვატური ცვლილებით, იქნება ორი მიმართულებით – ერთი საკითხი არის ამ თემის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პირის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს აქტიური, მეორე მხრივ კი მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოზღვავებისგან, რომელიც მძიმე პრობლემად დგას მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები