სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები