საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი ტიგრან – ხაჩატრიანი, ერევნის მერი – ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.