ბექა დავითულიანი: უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, ოპოზიციას მოუწევს – დააფიქსიროს თავისი მოსაზრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “ქართული ოცნების” ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ, მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ.

“უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს ამ პროცესში, ან პირდაპირ თქვას, რომ არ ემხრობა ამას. ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში ხდება ხელოვნური პედალირება ამ საკითხებზე, ეს პროპაგანდა სკოლებში შედის და რთულდება მდგომარეობა, რაც ხლეჩს საზოგადოებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანები, ვისაც განსხვავებული სექსუალური იდენტობა აქვს, იყვნენ აბსოლუტურად დაცულები და თავისუფლები ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხრივ, არ ხდებოდეს შეჭრა სკოლებში ისეთი უხეში ფორმებით, როგორითაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ დავაინიცირეთ იმ ტიპის ცვლილებები, რომელშიც ოპოზიციას მოუწევს მონაწილეობა, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა. საკონსტიტუციო ცვლილებას ჩვენ ვერ განვახორციელებთ მათ გარეშე”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები