როსტოვის რეგიონში იერიშის შედეგად, ელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა

​როსტოვის რეგიონზე გვიან ღამით დრონებით იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, ადგილობრივმა, სულ მცირე, 10 აფეთქების ხმა გაიგეს, ასევე, დრონებისთვის დამახასიათებელი ხმები გაისმა.

ზოგიერთ სახლში ელექტროენერგია გაითიშა.

ამავდროულად, რეგიონის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ობიექტებზე აფეთქებები ან ხანძარი არ დაფიქსირებულა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურის ქვესადგურში “ხანძარი გაჩნდა”, თუმცა, მას დრონების იერიში არ უხსენებია.

ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები