ლევან იოსელიანი: ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად

„ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაფასებულად იგრძნობს”,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას.

,,ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის აღიარება და შენარჩუნება ჩვენთვის ის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს ერთმანეთთან დააკავშირებს და ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას”,- აღნიშნა იოსელიანმა.

აღმოსავლური ერების დიდი ნაწილი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობას – ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. საქართველოში ნოვრუზი სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან გამოცხადდა და იგი ტრადიციულად, ეთნიკური ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები