მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობას“: დღეს გამომჟღავნდა, რომ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეთ, მაგრამ მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული
მოღალატეობრიობა, თაღლითობა, ყველა თქვენი ნიშა როგორ არის? კაცებს და ქალებს აუპატიურებდით და ამით ავითარებდით ბიზნესს, თქვენ სხვაზე როგორ ლაპარაკობთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა.
მისი თქმით, დღეს გამომჟღავნდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც საქართველო ომის დაწყებაში იყო დადანაშაულებული.
„ყველა მონაცემით დასტურდება პროგრესი, მაგრამ არ დასტურდება, რომ ყველა ბედნიერია, ყველა ემიგრანტი კარგად არის და ა.შ. თქვენ რაზე ლაპარაკობთ, რა პლაკატებს აფრიალებთ, რას ატყუებთ ამ ხალხს? დღეს გამომჟღავნდა, რომ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას ევროპარლამენტში მხარი არ დაუჭირეთ. ბოლო მომენტში უთხრეს უარი და ჩააგდეს რეზოლუცია. და რომელ რეზოლუციას დაუჭირეთ იცით თქვენ მხარი? რეზოლუციას, სადაც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული და სადაც სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება. ეს ღალატი ჩაიდინეთ. მოღალატეობრიობა, თაღლითობა, ყველა თქვენი ნიშა როგორ არის? კაცებს და ქალებს აუპატიურებდით და ამით ავითარებდით ბიზნესს, თქვენ სხვაზე როგორ ლაპარაკობთ?!“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.