მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას

,,უკრაინის დელეგაციაში დღეს აქ (ბრიუსელში) წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ვალდებულება მიჰყვნენ უკრაინის ხელისუფლების პოზიციას. სხვაგვარად ისინი ასეთ ფორუმებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ და მათი პოზიციები ნაკარნახებია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განაცხადები, საქართველოს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

„სამწუხაროა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უსაფუძვლო, აბსოლუტურად გაუმართლებელი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო ხელს უწყობს რუსეთს, თითქოს საქართველოს გამოყენებულია სანქციების თავიდან არიდების ადგილად. საბედნიეროდ, ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ასეთი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე არის პრობლემა. უკრაინას აქვს ეს თავშეკავებული პოზიცია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები