ბექა დავითულიანი – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: უნდა დავიცვათ მომავალი თაობები პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისგან
,,უნდა გავიაროთ სწორ მიჯნაზე, რომლის ერთ მხარესაც არის პროპაგანდა, მეორე მხარეს კი – ადამიანის უფლებები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივაზე საუბრისას ,,ქრონიკის ” ეთერში განაცხადა.
ამასთან, დავითულიანი ამბობს, რომ კანონპროექტით განსხვავებული იდენტობის მქონე არც ერთი ადამიანის უფლება არ უნდა იყოს შელახული.
„უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული იდენტობის მქონე არც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს შელახული ამ კანონპროექტით და ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ მომავალი თაობები პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისგან“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.