ვახტანგ გომელაურის თქმით, ფემიციდის ფაქტების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფემიციდის პრევენციის მიზნით არაერთ ღონისძიებას ატარებს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მათ შორის უწყება მუშაობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, პარტნიორებთან. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები სკოლებშიც.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უწყება მზად არის აღნიშნულ საკითხზე დამატებით გაიმართოს ერთობლივი შეხვედრები.

ვახტანგ გომელაურმა ფემიციდის ფაქტების ბოლო წლების სტატისტიკაც მიმოიხილა.

“ფემიციდის ფაქტები 2022 წელთან შედარებით 2023 წელს სამწუხაროდ 5- ით მომატებულია, ერთი ფაქტიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ალბათ ერთობლივად ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მზად ვართ, თუ რაიმე იდეები გაქვთ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ, ვიმუშაოთ, მე ჩემს მოხსენებაშიც ვრცლად ვისაუბრე ამ კუთხით. იგეგმება შეხვედრები.. სამწუხაროდ ხშირად რეგიონებში ხდება ხოლმე, ქვემო ქართლია ერთ-ერთი მოწინავე ფემიციდის კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ ნამდვილად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები