ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა

„ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა და, აქედან გამომდინარე, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის გარეთ ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს.

„ეს ქაოსური ვითარება გაგრძელდება და აქ განსაკუთრებულიც არაფერია. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის გარეთ პირდაპირ საერთაშორისო არენაზე მხარს არ უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, თუმცა მხარს უჭერს საქართველოს მხრიდან ომის დაწყების საკითხს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები