მამუკა მდინარაძე: დავამთავრეთ „ვეტინგზე“ ლაპარაკი, ქვეყნის გარედან ქვეყანა არ იმართება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ვეტინგთან“ დაკავშირებით ომბუდსმენის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება.
„გიორგი ბურჯანაძე არის სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და ის ადამიანი, რომელიც ცალ ფეხზე დგომას გვთხოვდა. ზუსტად ორ ფეხზე რომ ვიდექით, მყარად, ამიტომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ მიდის ქვეყანა წინ.
დავამთავრეთ „ვეტინგზე“ ლაპარაკი, ქვეყნის გარედან ქვეყანა არ იმართება. მოკლე და თავმოყვარე პრინციპია. ცალ ფეხზე ქვეყანა არასდროს დადგება. ჩვენ ორ ფეხზე, მყარად გავაგრძელებთ რეფორმების ჩატარებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს.