ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო საშუალება აქვს, რომ ფაქტობრივად თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატით მოუსმინოს ყველა მინისტრს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო საშუალება აქვს, რომ ფაქტობრივად თვეში რამდენჯერმე ყველა მინისტრს სხვადასხვა ფორმატით მოუსმინოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ის სამინისტროა, რომელსაც ყოველდღიურად, ყველაზე მეტ გამოწვევაზე უწევს რეაგირება. ისინი მუშაობენ, ცდილობენ, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.
პარლამენტს ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო საშუალება აქვს, რომ ფაქტობრივად თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმატით მოუსმინოს ყველა მინისტრს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს შს მინისტრს მოუსმენენ.