როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება -ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 28-30 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 15-დან 20 გრადუსს მიაღწევს.
„უახლოეს დღეებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში ელჭექით“, – აღნიშნა გვაზავამ.