აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ფინანსურ გარანტიებს ჰპირდება
აშშ-ს მთავრობა უკრაინას ფინანსურ გარანტიებს 1 მილიარდ დოლარზე დაჰპირდა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გააკეთა. მისი თქმით, 240 მილიონი დოლარი ქვეყანამ უკვე მიიღო. როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ამერიკული ინვესტიციების უკრაინულ ეკონომიკაში პოლიტიკური დაზღვევის სპეციალური პროგრამა დაიწყება. გარდა ამისა, პოროშენკო მინსკის დიალოგის გაგრძელებას უახლოეს მომავალში ელოდება. „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 12 დღე მყარ მშვიდობად უნდა გადაიქცეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.