ალექსანდრე როინაშვილის ფოტოების ონლაინკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოგრაფის ხელოვნება თბილისში, ფოტოგრაფ ხლამოვის სალონში შეისწავლა და მისივე დახმარებით 1860-იან წლებში დედაქალაქში ფოტოსალონი „რემბრანდტი” გახსნა. მოგვიანებით ჰქონდა ფოტოსალონები: „სასურათხატო” და „ამხანაგობა”. ეროვნული არქივის ფოტოსაცავში, სხვადასხვა ფოტოალბომსა თუ ფოტონეგატივებზე, ალექსანდრე როინაშვილის ათეულობით ფოტო ინახება.
კოლექციის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 70-90-იან წლებში და მათზე ასახულნი არიან ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, კოტე აფხაზისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები – ლეონიდე (ოქროპირიძე) და კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) და სხვები. კოლექციაშია, ასევე, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები; ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/aleksandre-roinashvilis-kolektsia-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები