კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 60 000 ლარი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალი მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობით კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა; შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – კერძო და მუნიციპალურ სახელოვნებო სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ხელოვნების სფეროსა და შესაბამისი სასწავლებლების ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კულტურის სამინისტროში შემოვიდა 10 საკონკურსო განცხადება, რომელთაგან დაფინანსდა ოთხი პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა 13 განცხადება, დაფინანსდა შვიდი პროექტი. 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 60 000 ლარს და 16 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2024 წლის 15 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ტელეფონით, №№: 032 2 02 22 29; 599 02 01 98.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა“, – აღნიშNულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/aw0XYQDg

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები